გლობალური მეწარმეობის კვირეული - W.A.S.D. ყველაფერი ვიდეოთამაშების შესახებ

Nov 13, 2023, 4:00 – 6:00 PM

Ilia State University, GE

Auditorium 106, Ilia State University building G, 1 Giorgi Tsereteli Street, T'bilisi, 12345

🔴 შეხვედრის მიზანია მოწვეულ სტუმრებთან ერთად მოვისმინოთ თამაშების ინდუსტრიის მასშტაბების შესახებ, გავიგოთ მეტი თუ როგორ შეიძლება დამწყები თამაში იქცეს გლობალურ პროდუქტად. 🟥 ღონისძიებაზე მომხსენებლები ქართული და უცხოური გარემოს მაგალითზე მიმოიხილავენ, რა პროცესები მიმდინარეობს თამაშების ეკოსისტემაში, ისაუბრებენ გამოწვევებზე და გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

In-person event

RSVP

About this event

📣 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის, პრეაქსელერატორ Zoomout-ისა და Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის ორგანიზებით 13 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე “W.A.S.D. - ყველაფერი ვიდეოთამაშების შესახებ”.

🚀 აღნიშნული შეხვედრა იმართება გლობალური მეწარმერმეობის კვირეულის ფარგლებში.

⭕ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-8 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. კვირეული 170-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

🔴 13 ნოემბრის შეხვედრის მიზანია მოწვეულ სტუმრებთან ერთად მოვისმინოთ თამაშების ინდუსტრიის მასშტაბების შესახებ, გავიგოთ მეტი თუ როგორ შეიძლება დამწყები თამაში იქცეს გლობალურ პროდუქტად.

🟥 ღონისძიებაზე მომხსენებლები ქართული და უცხოური გარემოს მაგალითზე მიმოიხილავენ, რა პროცესები მიმდინარეობს თამაშების ეკოსისტემაში, ისაუბრებენ გამოწვევებზე და გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

👥 მომხსენებლების შესახებ:

⬛ ლუკა კვირიკაშვილი- ქართული თამაშების კომპანიის Dasi Games-ის დამფუძნებელი. პროფესიით გეიმ დიზაინერი, წარსულში მუშაობდა Sony-ს კომპანია Guerrilla Games-ში ბრძოლის სისტემების დიზაინერად და Chimpworks Games-ში პოპულარული მობილური თამაშების პროექტების მენეჯერად.

⬛ გიორგი ჭყრუნიშვილი- თამაშების დეველოპერული სტუდიის, AnimatronX-ის დამფუძნებელი. მას აქვს 5 წლამდე გამოცდილება თამაშების ინდუსტრიაში და ამჟამად ჩართულია კომპანიის შიდა და გარე მენეჯმენტში.

⬛ საშა შაფათავა- საშა ძირითადად ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანიასთან Happy Bat ასოცირდება, სადაც კარიერა დაიწყო, როგორც მარკეტინგის მენეჯერმა. მისი გამოცდილება მოიცავს ქართულ Gamedev სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული PR კამპანიის ჩაშვებას. დროთა განმავლობაში იგი გახდა ჯერ პროდუსერი, ხოლო 2022 წლიდან კომპანიის CEO-ს სტატუსით გვევლინება.

🗣️ შეხვედრას მოდერაციას გაუწევს: თორნიკე ანდრიაძე- Gamedev და esports ღონისძიებების (Tbilisi Digital Expo, Gamejam, Esports.ge, Launch Cups) ორგანიზატორი 10+ წლიანი გამოცდილებით, გეიმინგ მედია ჯგუფის Venatus-ის ერთ-ერთი სახე, ორგანიზაცია Gameplan-ის დამფუძნებელი, HighwayVFX-ის პროდუსერი და ზოგჯერ იუთუბერიც.

👉 თუ გაინტერესებს თამაშების ინდუსტრია, ზოგადად როგორ კეთდება ვიდეო თამაშები და როგორ შეიძლება იქცეს გლობალურ პროდუქტად, მაშინ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდე.

📎 სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/emGL12RMz8tMQXGc6

🔺 გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ 13 ნოემბერს, 17:00 საათამდე.

🌐 სამუშაო ენა: ქართული

📆 დრო: 13 ნოემბერი, 20:00 საათი

📍 ადგილმდებარეობა:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G კორპუსის საკონფერენციო დარბაზი, 106 აუდიტორია, გიორგი წერეთლის ქ. N1

Check out what happened

Organizers

  • Tini Mamuchashvili

    Chapter Director

  • Avtandili Mghebrishvili

    Ilia State University (ISU)

    Co-director

  • Ani Chikvaidze

    Ilia State University

    Team Member

  • Ana Katamadze

    Project Management - Volunteers

About Startup Grind

This is Startup Grind. We are the world’s largest startup community.

Our Mission

To give startups everywhere the education and opportunities they need to build, grow, and scale their companies.

Our Values

We believe in making friends, not contacts. We believe in giving first, not taking. We believe in helping others before helping yourself.

Tools & Discounts for Startups

Take advantage of resources and offers provided by organizations we know and love, designed to help you navigate the startup journey.

Global Conference

Our annual flagship event in Silicon Valley brings together thousands of startup teams, investors and organizations from all over the world.

Join the Startup Membership

This membership gives you free access to networking, events, mentorship, office hours, and other exclusive opportunities curated by Startup Grind HQ.