თუკი ქმნით ხელნაკეთ პროდუქციას, გსურთ უჩვენოთ ის მსოფლიოს, გაიტანოთ ექსპორტზე და გაზარდოთ თქვენი შემოსავლები, მაშინ ეს შეხვედრა თქვენთვისაა!
სტარტაპ გრაინდ თბილისი პროექტ „მეცფესტი“ ფარგლებში 11 მარტს სპეციალურად თქვენთვის გამართავს შეხვედრას ამაზონ ექსპორტ ჰაბის თანადამფუძნებელთან, ლევან მოვაშვილთან, რომელსაც Etsy პლატფორმაზე ვაჭრომის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და არის აღნიშნული საქმიანობის ექსპერტი.
🟣 რა არის Etsy?
Etsy ეს არის ამერიკული წარმოშობის ელექტრონული კომერციის გლობალური პლატფორმა, რომლის მიზანია დაეხმაროს ხელოვან ადამიანებს განვითარებაში. ეს არის ერთგვარი ონლაინ სავაჭრო სივრცე, სადაც თითოეულ ხელნაკეთი ნივთების შემქმნელს და ბრენდს თავისი ონლაინ მაღაზია აქვს.
Etsy–ს პლატფორმაზე 3,14 მილიონზე მეტი გამყიდველია რეგისტრირებული, რომლებიც ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში, 234 ქვეყანაში. აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 2019 წლის მონაცემებით 45,7 მილიონია. ეთსის პლატფორმა შესაძლებლობას მოგვცემთ ნაკლები დნახარჯებით გააფართოოთ თქვენი სამიზნე მომხმარებლების გეოგრაფიული არეალი და მიწვდეთ მათ ფაქტიურად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
Etsy–ზე განთავსებული პროდუქტები მოიცავს:
• ხელოვნების ნიმუშებს
• ხელსაქმის პროდუქციას
• სამკაულებს
• საყოფაცხოვრებო ნივთებს
• მცირე ზომის კოსმეტიკას
• ხელნაკეთ პირადი ჰიგიენის ნივთებს
• ტანსაცმელსა და აქსესუარებს
🟣 რატომ უნდა დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას?
☑ დეტალურად გაიგებ რა არის ეთსი, როგორია ვაჭრობის ძირითადი პრინციპები, როგორ უნდა შექმნა შენი ონლაინ მაღაზია პლატფორმაზე და როგორ გაყიდო შენი ხელნაკეთი პროდუქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
☑მიიღებ უამრავ რჩევას, რაც დაგეხმარება შენი სამეწარმეო საქმიანობის მასშტაბირებასა და სწორად წარმართვაში;
☑მიიღებ მოტივაციას, გაეცნობი უამრავ წარმატების მაგალითსა და მომავლის ტრენდებს;
☑გაიცნობ და დაამყარებ კავშირებს საინტერესო ადამიანებთან;
💻 შეხვედრა გაიმართება 11 მარტს, 19:00 საათზე ონლაინ, Zoom პლატფორმის საშუალებით.
შეხვედრაში მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/174miTob745d5E3YA
რეგისტრაციის ბოლო დღე: 10 მარტი, 12:00 საათი
დაიწყე დღეს, განვვითარდეთ ერთად!
Etsy Expert
Vinocorn & Georgian Wine Finder
Tbilisi Director
View ProfileStartup Grind Tbilsi
Co-director
View ProfileStartup Grind Tbilisi
Communications Coordinator
View ProfileStartup Grind Tbilisi
Team Member
View Profile
Team Member
View Profile