შეხვედრა გიორგი ლალიაშვილთან - STACK

Tbilisi
Sat, Feb 6, 2021, 7:00 PM (GMT+4)

თუ ხარ დამწყები მეწარმე USAID Zrda Activity in Georgia და სტარტაპ გრაინდ თბილისი პროექტ „მეცფესტი“ ფარგლებში 6 თებერვალს სპეციალურად თქვენთვის გამართავს შეხვედრას ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპის, Stack აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ლალიაშვილთან.

About this event

თუ ხარ დამწყები მეწარმე USAID Zrda Activity in Georgia და სტარტაპ გრაინდ თბილისი პროექტ „მეცფესტი“ ფარგლებში 6 თებერვალს სპეციალურად თქვენთვის გამართავს შეხვედრას ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპის, Stack აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ლალიაშვილთან.

რა არის Stack?

Stack ქართული სტარტაპია, რომელიც ალტერნატიულ ინტერნეტბრაუზერს ქმნის. აპლიკაციას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და ინტერნეტაპლიკაციების გლობალურ რუკაზე საქართველოს სავიზიტო ბარათიც კი უწოდეს. ის დღეს არსებულ, პოპულარულ ბრაუზერებთან (Chrome, Opera, Mozilla…) შედარებით, ბევრად მოქნილი და თანამედროვე მოთხოვნებზე ადაპტირებულია და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად ჰქონდეთ წვდომა რამდენიმე აპლიკაციაზე.

სტარტაპმა 2020 წლის ბოლოს $850 000 დოლარი მოიზიდა და გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელშიც სილიკონის ველის 500 Startups-მა "ჩადო ფული". მათ ასევე ინვესტიცია მოიზიდეს Peak Capital-ისგან, რომელიც ჰოლანდიაში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული საინვესტიციო ფონდია.

მანამდე კი, 2019 წლის დასაწყისში, სთექმა პირველი დაფინანსება მოიპოვა GITA-ს თანადაფინანსების გრანტის სახით, რასაც მოყვა დაინტერესება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური ჟურნალისგან – TechCrunch. ჟურნალმა სთექი, 15,000 სტარტაპს შორის, წლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დამწყებ ბიზნესად დაასახელა.

Stack-ის ბრაუზერს უკვე იყენებს ათიათასობით ადამიანი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

სტარტაპის წარმატების დეტალებს თქვენთან ერთად განვიხილავთ კომპანიის თანადამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ლალიაშვილთან.

რატომ უნდა დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას?

  • პირადად გაიცნობ წარმატებულ ქართველ სტარტაპერს, რომელმაც საერთაშორისო დონეზე უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს და თავად მოგიყვება მის განვლილ გზას;
  • მიიღებ უამრავ რჩევას, რაც დაგეხმარება შენი სამეწარმეო საქმიანობის მასშტაბირებასა და სწორად წარმართვაში;
  • გაიცნობ და დაამყარებ კავშირებს საინტერესო ადამიანებთან;


შეხვედრა გაიმართება 6 თებერვალს, 19:00 საათზე ონლაინ, Zoom პლატფორმის საშუალებით.

შეხვედრაში მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3qwc4tG

რეგისტრაციის ბოლო დღე: 4 თებერვალი, 23:00 საათი

დაიწყე დღეს, განვვითარდეთ ერთად!

Startup

Speaker


Brought to you by

  • Colin Donohue

    Colin Donohue

    Vinocorn & Georgian Wine Finder

    Tbilisi Director

    View Profile
  • Giorgi Tukhashvili

    Giorgi Tukhashvili

    Startup Grind Tbilsi

    Co-director

    View Profile
  • Nia Basaria

    Nia Basaria

    Startup Grind Tbilisi

    Communications Coordinator

    View Profile
  • Tamar Tukhashvili

    Tamar Tukhashvili

    Startup Grind Tbilisi

    Team Member

    View Profile
  • Merab Tevdorashvili

    Merab Tevdorashvili

    Team Member

    View Profile

Partners